აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა

42 Public School of Physics and Mathematics Named After Academician I. Vekua



სკოლა
სიახლეები
26 ივნ 2015
მოსწავლეთა მორიგი საერთაშორისო წარმატება

2015 წლის 19-25 ივნისს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირში ოქროს მედლები მოიპოვეს. ტურნირი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა. შარშან ასეთივე ტურნირზე ბულგარეთში ჩვენმა მოსწავლეებმა ასევე ოქროს მედლები დაიმსახურეს. ასე რომ, საქართველო ამ მიმართულებით მსოფლიო რეიტინგში ლიდერად ჩამოყალიბდა! საქართველოს ნაკრები გუნდი დაკომპლექტებული იყო აკად. ი. ვეკუასსახ. ფიზიკა-მათემატიკის თბილისის №42, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლები სმოსწავლეებისგან. ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას გუნდის მაღალპროფესიონალხელმძღვანელებს - გუგამ იქაბერიძეს და ნიკა საბაშვილს, გუნდის უნიჭიერეს წევრებს - გვანცა ცუცხაშვილს (ეს მისთვის მეორე ოქროა), მათე შარვაძეს (ქუთაისის 41 ფიზმათ. სკოლა), ნინო ქიმაძეს, დიანა სოხაშვილს (კომაროვის ფიზ-მათ. სკოლა), თომა რთველიაშვილს და გიგა ხიზანიშვილს ( ვეკუასსახ. თბილისის 42-ეფიზ-მათ. სკოლა) და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ეროვნული სასწავლო გეგმა

გვიპოვეთ ფეისბუქზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი