აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა სპეციალიზებულია. სკოლის სტრატეგიული მიზნები და მისია მისი პროფილიდან გამომომდინარეობს. სკოლა აქტიურად ზრუნავს, მოამზადოს ახალგარდა ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში წარმატებული მოღვაწეობისათვის. მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების პირობებშია შესაძლებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება. სკოლის საქმიანობა ასევე ემსახურება მომავალ თაობებში პატრიოტული გრძნობებისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პიროვნების პატივისცემასა და ა.შ. სკოლის ძირითადი დანიშნულებაა მოამზადოს განათლებული ახალგაზრდა ლიდერები, რომელთაც შეეძლებათ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, თავიანთი ინტელექტუალური პოტენციალის თვითრეალიზება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში წარმატებულად მონაწილეობა.
26.11.2024 წ.
22.11.2024 წ.
24.10.2024 წ.
23.10.2024 წ.