სარეკომენდაციო წერა 2026

მე-7,მე-8,მე-9,მე-10 და მე-11 კლასების სარეკომენდაციო წერების აპელაციის შედეგები



საშაბათო სკოლის შემაჯამებელი და სარეკომენდაციო წერების აპელაციების შედეგები იხილეთ ბმულებზე:

• საშაბათო: https://vekua42.edu.ge/saturday-school
• სარეკომენდაციო: https://vekua42.edu.ge/exams

აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების რეკომენდაცია ეძლევათ მოსწავლეებს, რომლებმაც ორივე წერის შემდეგ აჩვენეს შედეგები (გათვალისწინებულია ორივე წერიდან მაქსიმალური ქულა):

• VII კლასში გადამსვლელთათვის 30 ქულა და მეტი
• VIII კლასში გადამსვლელთათვის მათემატიკა და ფიზიკა ჯამში 40 ქულა და მეტი
• IX კლასში გადამსვლელთათვის მათემატიკა და ფიზიკა ჯამში 17 ქულა და მეტი
• X კლასში გადამსვლელთათვის მათემატიკა 6 ქულა , ფიზიკა 6.5 და მეტი
• XI კლასსი გადამსვლელთათვის მათემატიკა 6 ქულა, ფიზიკა 7 ქულა და მეტი

აპელაციაზე გასული ნაშრომების ნახვა შესაძლებელია სკოლაში, 14-15 ივლისს, 10 საათიდან 13 საათამდე. სკოლა ულოცავს ყველა მოსწავლეს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს წარმატებებს. ინფორმაცია დამატებითი ადგილების შესახებ ცნობილი გახდება საშემოდგომო გამოცდების შემდეგ, 15 სექტემბრისთვის. ყველა მოსწავლის მშობელი / კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც აქვთ ზემოთ მითითებული შეფასებები, მობრძანდით სკოლაში 14-17 ივლისის პერიოდში, 10 საათიდან 15 საათის ჩათვლით. მშობელმა/ კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს ბავშვის პირადი ნომერი

პროგრამები კლასების მიხედვით

მათემატიკა

VII, VIII, IX, X და XI კლასებისთვის

ფიზიკა

VIII, IX, X და XI კლასებისთვის

სარეკომენდაციო წერის ნიმუშები