ბიოლოგიის საოლიმპიადო წრე

ვეკუას სკოლის ბიოლოგიის საოლიმპიადო წრე მოსწავლეებს ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ამზადებს.

მეცადინეობებზე მოსწავლეები სასკოლო პროგრამაზე უფრო ღრმად სწავლობენ ბიოლოგიას და ეცნობიან საოლიმპიადო ამოცანების სპეციფიკას. ისინი სწავლობენ ბიოლოგიური პროცესების ანალიზს, მონაცემებთან მუშაობასა და დასკვნების დასაბუთებას.

წრე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, წარმატებას მიაღწიონ ეროვნულ ოლიმპიადაზე, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში და ქვეყანა საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგინონ.

შეგიძლიათ მეტი იხილოთ იმ ეროვნული და საერთაშორისო შეჯიბრებების შესახებ, რომლებისთვისაც წრე მოსწავლეებს ამზადებს: