ქიმიის საოლიმპიადო წრე

ვეკუას სკოლის ქიმიის საოლიმპიადო წრე მოსწავლეებს სთავაზობს ამ მეცნიერების შესწავლას სასკოლო პროგრამაზე გაცილებით ფართოდ და სიღრმისეულად. წრე მოსწავლეებს ამზადებს საქართველოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და არაერთი საერთაშორისო ქიმიის ოლიმპიადისთვის.

რა ისწავლება კურსში?

სასწავლო პროცესი მოიცავს ქიმიის ყველა იმ დარგს, რომლებზეც საოლიმპიადო ამოცანები ეფუძნება:

  • არაორგანული ქიმია
  • ორგანული ქიმია
  • ფიზიკური ქიმია
  • ანალიზური ქიმია

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქიმიურ გამოთვლებს, რეაქციების მექანიზმების გააზრებას და იმის უნარს, რომ მოსწავლემ ცოდნის სხვადასხვა დარგი ერთი ამოცანის ფარგლებში დააკავშიროს.

რას აძლევს წრე მოსწავლეებს?

საქართველოს წარდგენის შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე

წრის მოსწავლეებს აქვთ რეალური შესაძლებლობა, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში და მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადებში, რომლებიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ეს გამოცდილება მათ აძლევს საშუალებას, შეეჯიბრონ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ქიმიკოსებს და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები.

ეროვნული თუ საერთაშორისო შედეგები

ვეკუას სკოლის მოსწავლეები არაერთხელ ყოფილან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულთა სიაში, არაერთხელ მომხვდარან საქართველოს ნაკრებებში საერთაშორისო ოლიმპიადებზე და მოუპოვებიათ მედალი.

ძირითადი ოლიმპიადები

შეგიძლიათ მეტი იხილოთ იმ საერთაშორისო შეჯიბრებების შესახებ, რომლებისთვისაც წრე მოსწავლეებს ამზადებს: