ვეკუას სკოლის ინფორმატიკის საოლიმპიადო წრე განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ინფორმატიკისა და ალგორითმებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ და სასკოლო პროგრამის მიღმა ცოდნის გაღრმავებისკენ ისწრაფვიან. წრის მიზანია მოსწავლეთა სისტემური და გაწერილი მომზადება საქართველოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და საერთაშორისო ინფორმატიკის ოლიმპიადებისთვის.
წრეზე გაძლიერებულად და სიღრმისეულად ისწავლება:
საოლიმპიადო ამოცანის ამოხსნა სტანდარტული შაბლონით შეუძლებელია. იგი მოითხოვს პრობლემის ნაწილებად დაშლას, ოპტიმალური გზის ძიებას, განსაკუთრებული შემთხვევების გათვალისწინებას და ეფექტიან პროგრამულ რეალიზებას. ამ გზით შეძენილი უნარები მოსწავლეს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს პროგრამული ინჟინერიისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.
წრის მოსწავლეებს აქვთ რეალური შესაძლებლობა, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში და მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადებში, რომლებიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ეს გამოცდილება მათ აძლევს საშუალებას, შეეჯიბრონ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა პროგრამისტებს და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები.
ვეკუას სკოლის მოსწავლეებს არაერთხელ უასპარეზიათ წარმატებით ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე, არაერთი მათგანი კი მოხვედრილა საქართველოს ნაკრებში და საერთაშორისო ოლიმპიადებზეც მიუღწევია წარმატებისთვის.
შეგიძლიათ მეტი იხილოთ იმ საერთაშორისო შეჯიბრებების შესახებ, რომლებისთვისაც წრე მოსწავლეებს ამზადებს: