ვეკუას სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომელთა მიზანია მოსწავლეთა მომზადება ორი პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრისთვის: ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირისთვის (IYPT) და ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირისთვის (IYNT).
ტრადიციული სასწავლო ოლიმპიადებისგან განსხვავებით, აღნიშნული ტურნირები მიზნად არ ისახავს მოსწავლის ცოდნის შემოწმებას. ისინი მაქსიმალურად ზუსტად იმეორებს რეალური სამეცნიერო კვლევის პროცესს: პრობლემის დასმას, მისი გადაწყვეტის გზების ძიებას, შედეგების ანალიზსა და საჯარო დაცვას.
ტურნირის ამოცანები ღია ხასიათისაა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გააჩნია და შეჯიბრამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ქვეყნდება. თვეების განმავლობაში გუნდები სისტემატურად მუშაობენ ამოცანებზე, შეიმუშავებენ საკუთარ ამოხსნის გზებს და ამზადებენ მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებს.
შეჯიბრი გუნდურია და სამეცნიერო ბრძოლების ფორმით მიმდინარეობს, რომელიც სამეცნიერო დისკუსიისა და დისერტაციის დაცვის პრინციპებს ეფუძნება. თითოეული გუნდი რიგრიგობით ასრულებს სამ როლს:
წრეზე მოსწავლეები ეუფლებიან სამეცნიერო პრობლემის ფორმულირებას, კვლევის დაგეგმვას, მიღებული შედეგების ანალიზსა და დასკვნების მეცნიერულ დასაბუთებას.
ტურნირის ფორმატი ხელს უწყობს მოსწავლეებში საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად წარდგენის, სხვისი ნაშრომის ობიექტურად შეფასებისა და კონსტრუქციული სამეცნიერო დიალოგის წარმართვის უნარის განვითარებას.
ტურნირისთვის მომზადება გულისხმობს გუნდის წევრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ამოცანების გადანაწილებასა და საერთო შედეგზე პასუხისმგებლობას.
წრის მოსწავლეებს აქვთ რეალური შესაძლებლობა, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში და მონაწილეობა მიიღონ ტურნირებში, რომლებიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ეს გამოცდილება მათ აძლევს საშუალებას, შეეჯიბრონ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მომავლ მეცნიერებს და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები.
ვეკუას სკოლის მოსწავლეები არაერთხელ ყოფილან ეროვნული ტურნირის გამარჯვებულთა სიაში, არაერთხელ მომხვდარან საერთაშორისო ტურნირის საქართველოს ნაკრებებში და მოუპოვებიათ მედლები.
შეგიძლიათ მეტი იხილოთ იმ საერთაშორისო შეჯიბრებების შესახებ, რომლებისთვისაც წრე მოსწავლეებს ამზადებს: