ფიზიკის საოლიმპიადო წრე

ვეკუას სკოლის ფიზიკის საოლიმპიადო წრე განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ფიზიკისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ და სასკოლო პროგრამის მიღმა ფიზიკის ცოდნის გაღრმავებისკენ ისწრაფვიან. წრის მიზანია მოსწავლეთა სისტემური და გაწერილი მომზადება საქართველოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და საერთაშორისო ფიზიკის ოლიმპიადისთვის.

მოსწავლეები კლასების მიხედვით არიან დაყოფილნი, რაც თითოეულ მათგანს საშუალებას აძლევს, ისწავლოს მისი ასაკისა და ცოდნის შესაბამის ჯგუფებში.

რა ისწავლება კურსში?

წრეზე გაძლიერებულად და სიღრმისეულად ისწავლება ფიზიკის ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორებიცა:

  • მექანიკა
  • თერმოდინამიკა
  • ელექტრომაგნეტიზმი
  • ოპტიკა და ტალღები

მეცადინეობები ორიენტირებულია თეორიული ამოცანების ამოხსნაზე, ფიზიკური მოვლენების სიღრმისეულ გააზრებასა და ამოხსნის ლოგიკურ დასაბუთებაზე.

რას აძლევს წრე მოსწავლეებს?

საქართველოს წარდგენის შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე

წრის მოსწავლეებს აქვთ რეალური შესაძლებლობა, მოხვდნენ საქართველოს ნაკრებში და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ოლიმპიადაში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ეს გამოცდილება მათ აძლევს საშუალებას, შეეჯიბრონ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფიზიკოსებს და დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები.

ფიზიკური მოვლენების სიღრმისეული გააზრება

წრეზე მოსწავლეები სწავლობენ, ახსნან, თუ როგორ და რატომ მიმდინარეობს ესა თუ ის ფიზიკური მოვლენა, გამოავლინონ მასში მოქმედი კანონზომიერებები და დაადგინონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ამასთან, ისინი ეუფლებიან საკუთარი მსჯელობის ლოგიკურად და მეცნიერულად დასაბუთების უნარს.

მყარი საფუძველი მომავალი მიღწევებისათვის

წრეზე მიღებული ცოდნა და უნარები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, წარმატებას მიაღწიონ როგორც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე, ისე სხვადასხვა სასწავლო შეჯიბრსა და კონკურსში. რაც მთავარია მიიღონ ის საფუძვლიანი ცოდნა, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ შემდგომ საქმიანობებში.

ძირითადი ოლიმპიადები

შეგიძლიათ მეტი იხილოთ იმ საერთაშორისო შეჯიბრებების შესახებ, რომლებისთვისაც წრე მოსწავლეებს ამზადებს: