ვეკუას სკოლის რობოტიკის საოლიმპიადო წრე განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და პროგრამირებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ და სასკოლო პროგრამის მიღმა ცოდნის გაღრმავებისკენ ისწრაფვიან. წრის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ რობოტიკის ძირითადი პრინციპები, შექმნან და დააპროგრამონ საკუთარი რობოტები და მოემზადონ ეროვნული და საერთაშორისო რობოტიკის შეჯიბრებებისთვის. კურსი დონეებისა და კლასების მიხედვითაა აგებული, რაც თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ისწავლოს მისი ასაკისა და მომზადების დონის შესაბამის ჯგუფში.
წრეზე გაძლიერებულად და პრაქტიკულად ისწავლება რობოტიკის ოთხი ძირითადი მიმართულება:
მოსწავლეები მუშაობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო რობოტიკის პლატფორმაზე, ქმნიან საკუთარ მოდელებს, ამოწმებენ მათ მუშაობას და აუმჯობესებენ დიზაინს. მეცადინეობები ორიენტირებულია არა მხოლოდ მზა ინსტრუქციის მიყოლაზე, არამედ პრობლემის დამოუკიდებლად გაანალიზებაზე, გამოსავლის დაგეგმვასა და პრაქტიკაში განხორციელებაზე.
წრის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, წარმოადგინონ საქართველო და შეეჯიბრონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს.
რობოტის შექმნა მოითხოვს პრობლემის სწორად გაანალიზებას, სხვადასხვა იდეის გამოცდას, შეცდომების აღმოჩენასა და გაუმჯობესებას. ეს პროცესი მოსწავლეებს უვითარებს ლოგიკურ, სივრცით და შემოქმედებით აზროვნებას.
მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გადააქციონ საკუთარი იდეა მოქმედ მოწყობილობად - როგორ შეარჩიონ ძრავები და სენსორები, ააწყონ მექანიზმი და დაწერონ პროგრამა მისი სამართავად.
რობოტიკის შეჯიბრებები გუნდურ მუშაობას ეფუძნება. მოსწავლეები სწავლობენ როლების გადანაწილებას, ერთმანეთთან კომუნიკაციას, საერთო გადაწყვეტილებების მიღებასა და დროის ეფექტურად მართვას.
მოსწავლეები ქმნიან ფუნქციურ პროექტებს, მონაწილეობენ მათ ტესტირებაში და სწავლობენ საკუთარი ტექნიკური გადაწყვეტილებების წარდგენასა და დასაბუთებას.
ვეკუას სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ რობოტიკის შეჯიბრებებში, მოხვდნენ საქართველოს გუნდებში და წარმოადგინონ ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე.
რობოტიკის საოლიმპიადო წრე მოსწავლეებს აძლევს ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების არჩევისთვის, ისე თანამედროვე პროფესიულ გარემოში წარმატებისთვის.
შეგიძლიათ მეტი იხილოთ იმ ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე, რომლებისთვისაც წრე მოსწავლეებს ამზადებს: