ვეკუას სკოლის საშაბათო სკოლა ახლა ონლაინაცაა ხელმისაწვდომი. პროგრამა განკუთვნილია III - VII კლასის მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.
პროექტის მთავარი მიზანია ვეკუას საშაბათო სკოლის სტანდარტის მიწოდება საქართველოს ყველა რეგიონსა თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის სახლიდან გაუსვლელად და, რაც მთავარია, ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად.
კურსი მოიცავს III-VII კლასებში მათემატიკის საშაბათო სკოლის ონლაინ გაკვეთილებს.
გაკვეთილები ტარდება კვირაში ერთხელ, ხანგრძლოვობა 1 სთ და 30 წთ. შაბათს ან კვირას (მოსწავლეს შეუძლია სასურველი დღე აირჩიოს)
კურსის ფასი თვეში 70 ლარია.
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არაუმეტეს 15 მოსწავლისა
მთავარი პლატფორმა არის Google Classroom, რომელში გასაწევრიანებლადაც მოსწავლეები გამოიყენებენ საკუთარ პირად ელ-ფოსტას ან მშობლის ელ-ფოსტას.
ამავე პლატფორმაზე მიიღებენ მოსწავლეები უშუალოდ ლაივ გაკვეთილის ბმულს. (მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებისთვის სავალდებულოა კამერების ჩართვა)
კურსის მასწავლებლები არიან ვეკუას სკოლის საოლიმპიადო წრეების ხელმძღვანელები: სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, ეროვნული ოლიმპიადების გამარჯვებულები და საერთაშორისო ოლიმპიადების მედალოსნები.
იყავი საუკეთესო შენს კლასში და სრულად 100%-ით დაიბრუნე სწავლის საფასური (იხ. „შეფასებისა და სწავლის საფასურის დაბრუნების შესაძლებლობის“ ნაწილი)
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოსწავლეებს გაეგზავნებათ სერთიფიკატი.
ვეკუას ონლაინ საშაბათო სკოლის უმთავრესი მიზანი მოსწავლეების გაკვეთილებში აქტიური მონაწილეობა და აქტიური საგაკვეთილო პროცესია. ამიტომ თითოეული გაკვეთილი და მთლიანი სასწავლო წელი რამდენიმე ძირითადი კომპონენტისაგან შედგება:
სხარტი, სააზროვნო ამოცანები
ყველა გაკვეთილზე მოსწავლეებს ეძლევათ ერთი მოსაფიქრებელი და არასტანდარტული ამოცანა. პირველი მოსწავლე, რომელიც სწორად შეძლებს ამოცანის ამოხსნას, შეფასდება ამოხსნის სრულყოფილების შესაბამისად.
მინი ქვიზები
თითოეულ გაკვეთილზე შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული რამდენიმე მოსწავლე დაწერს 1-ამოცანიან შეფასებიან მინი ქვიზს, რომელიც შეფასდება და რომლის მთავარი დატვირთვა თითოეული მოსწავლის პროგრესის სისტემატური შეფასებაა. (წლის ბოლოს ყველა მოსწავლეს თანაბარი რაოდენობის ქვიზი ექნება დაწერილი)
დავალებების კონტროლი
Google Classroom-ის დახმარებით გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელი ატვირთავს დავალებას, მოსწავლეებს კი კონკრეტულ ვადებში მოუწევთ შესრულებული ნამუშევრების გაგზავნა.
სადიაგნოსტიკო წერა
სემესტრების ბოლოს ყველა მოსწავლე დაწერს სადიაგნოსტიკო წერას, რათა ზუსტად შეფასდეს მათი აკადემიური მოსწრება.
წლის ბოლოს გამოვლინდება მოსწავლეთა რეიტინგული სიის ლიდერები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ გაწერილი შეფასების მრავალკომპონენტიან სისტემას:
ის მოსწავლეები, რომლებიც შეძლებენ თავიან კლასში დააგროვონ ყველაზე მაღალი ქულა, ვეკუას სკოლისაგან 100%-ით დაფინანსდებიან (დაუბრუნდებათ კურსის სრული საფასური).
იმ მოსწავლეებს კი, რომელებიც მოხვდებიან რეიტინგული სიის 50%-ში კურსი წარმატებულად გავლილად ჩაეთვლებათ და გაეგზავნებათ დამადასტურებელი სერთიფიკატები.
ვეკუას სკოლა წლების განმავლობაში ზრდის ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულებს. ონლაინ საშაბათო სკოლის მიზანია, ეს გამოცდილება საქართველოს ყველა კუთხის მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი გახდეს.
მიმდინარე სასწავლო წელს გაიმართება ვეკუას სკოლის საგაზაფხულო ოლიმპიადა. ონლაინ სკოლის მოსწავლეები მიზანმიმართულად მოემზადებიან როგორც ამ, ისე სხვა ოლიმპიადებისათვის. (ოლიმპიადებზე დეტალურ ინფორმაციას შეიტყობთ ახლო პერიოდში)
კურსის ამოცანაა მოსწავლეებს განუვითაროს ის უნარები, რომლებიც აუცილებელია წარმატებული ოლიმპიელისათვის:
საშაბათო სკოლაში რეგისტრაციის გავლის პროცესში ივსება ხელშეკრულება, (ხელშეკრულების ნიმუში იხილეთ ბმულზე). მოსწავლე სატესტო რეჟიმში ერთ გაკვეთილს ესწრება უფასოდ. ხელშეკრულება ძალასი შევა მეცადენეობების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში. თუ მოსწავლეს პირველი გაკვეთილის შემდეგ არ ენდომება სწავლა გააგრძელოს ონლაინ საშაბათო სკოლაში, რეგისტრაცია/ხელშეკრულება ავტომატურად გაუქმდებაg
სასწავლო კურსი მოიცავს 56 საათს. არდადეგების პერიოდში მეცადინეობები უწყვეტად ჩატარდება. მეცადინეობები დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება 27 ივნისს. კალენდარულ თვეში ანაზღაურება შეადგენს 70 ლარს. გადახდა იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით; ანგარიშის სახაზინო კოდი: 760757499. სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი: 203853856. საბანკო გადარიცხვის დროს გარკვევით მიეთითოს მოსწავლის სახელი გვარი, კლასი, პედაგოგის სახელი გვარი, სასწავლო კურის დასახელება ( ონლაინ საშაბათო სკოლა)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (995) 032 2 99 00 73 ან მეილზე: [email protected]
ვეკუას სკოლა გისურვებთ წარმატებას!